წესები და პირობები
shop.porsche.ge-ის წესები და პირობები
1. ზოგადი პირობები
1.1. https://shop.porsche.ge/ (შემდგომში - “ვებ-გვერდი“) წარმოადგენს შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (ს/კ: 401950938; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
საქართველო, ქ. თბილისი, 0131, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129, ელექტრონული ფოსტის
მისამართი: [email protected],
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 0322244911; შემდგომში - „კომპანია“/“მოვაჭრე“) საცალო შესყიდვების ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ
მოიძიოს, დაათვალიეროს და შეისყიდოს მოვაჭრის მიერ ვებსაიტზე განთავსებული პროდუქცია.
1.2. წინამდებარე
„წესები და პირობები“ (შემდგომში - „წესები და პირობები“) არეგულირებს „კომპანიასა“
და „კომპანიის“ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის მსურველს/დარეგისტრირებულ პირს
(შემდგომში - „მომხმარებელი“) შორის ურთიერთობას.
1.3. „მომხმარებელი“
ვებგვერდზე
რეგისტრირდება
წინამდებარე „წესების და პირობების“ შესაბამისად.
რეგისტრაციამდე „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს.
რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „მომხმარებელი“ გაეცნო
და დაეთანხმა წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და სხვა თანმდევ დოკუმენტაციას და წარმოეშვა
მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
1.4. „კომპანია“
„მომხმარებელთან“ურთიერთობას წარმართავს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს
კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მომხმარებელთა
უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძელზე და სრულად იზიარებს „მომხმარებლის“ პატივისცემაზე დამყარებულ ქცევის კულტურას. ამასთანავე,
„კომპანია“ სრულად კრძალავს სამომხმარებლო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს
და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ
დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
„კომპანია“/“მოვაჭრე“ - შპს „თეგეტა
პრემიუმ ვიიქელს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401950938; იურიდიული მისამართი: საქართველო,
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N129);
„მომხმარებელი“/“კლიენტი“ - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე
„წესებით და პირობებით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც რეგისტრირდება კომპანიის
„ვებ.გვერდზე“ და რომელსაც სთავაზობენ ან სურს კომპანიისაგან პლატფორმის საშუალებით
მიიღოს შემოთავაზებული საქონელი ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს უპირატესად პირადი მომხმარების მიზნით და არა სავაჭრო,
სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
„მხარეები“
- კომპანია და მისი მომხმარებლები;
„ვებ-გვერდი“ – „თეგეტა
პრემიუმ ვიიქელსის“ ონლაინ გვერდი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ ნივთის
შეკვეთა/შეძენა;
„ანგარიში“ - კლიენტის
მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებული ანგარიში;
„ავტორიზაცია“ - მომხმარებლის
მიერ პირად ანგარიშზე წვდომა. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების
საშუალებით;
„დისტანციური
ხელშეკრულება“ - მომხმარებელსა და კომპანიას შორის დისტანციური კომუნიკაციის
ისეთი საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არ მოითხოვს კომპანიისა და მომხმარებლის
ფიზიკურ თანაყოფობას და რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს;
„პლატფორმა“
-
შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის მიერ ოპერირებადი პლატფორმა.
3. „ვებ.გვერდზე" რეგისტრაციის/ავტორიზაციის პირობები
3.1. „მომხმარებელს“ აქვს შესაძლებლობა, რომ
რეგისტრაციის გარეშე ისარგებლოს ვებსაიტით მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობით და
დაათვალიეროს აღნიშნულ პლატფორმაზე შეთავაზებული პროდუქცია, თუმცა იმისათვის, რომ
ვებსაიტით მომხმარებელმა/კლიენტმა სრულფასოვნად ისარგებლოს, უნდა
დარეგისტრირდეს და გახსნას პირადი ანგარიში. რეგისტრაციის
პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებზე და პირობებზე და სხვა
თანმდევ დოკუმენტაციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.2. „ვებსაიტზე“ რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს
მოქალაქეს ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს. „სისტემაში“ რეგისტრაცია „მომხმარებლისათვის“
უფასოა.
3.3. რეგისტრაციისას "მომხმარებელი" უთითებს
ფიზიკური პირის თაობაზე შემდეგ მონაცემებს:
·
სახელი
(სავალდებულო ველი);
·
გვარი
(სავალდებულო ველი);
·
ელექტრონული
ფოსტის მისამართი (სავალდებულო ველი);
·
პაროლი.
*
მომხმარებელი ვებსაიტზე მის დაბადების თარიღს უთითებს მხოლოდ საქონლის შეძენამდე,
იმისათვის, რომ პლატფორმა დარწმუნდეს, რომ საქონელს ყიდულობს სრულწლოვანი პირი.
3.4 „მომხმარებელი“
ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, დადასტურების ღილაკის მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე
„წესებსა და პირობებს“, რითიც სრულდება „მომხმარებლის“„ვებ.გვერდზე“ რეგისტრაციის პროცესი, რის შემდეგაც „მომხმარებელს“ მიეცემა „ვებ.გვერდზე“
განთავსებული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა.
3.5. დარეგისტრირებული
„მომხმარებლებისათვის“ ავტორიზაცია შესაძლებელია „მომხმარებლის“ ელექტრონული ფოსტის
მისამართის და პაროლის შეყვანის გზით.
3.6 მომხმარებელი
შეკვეთის განთავსების გვერდზე დამატებით ავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·
პირად ნომერს;
·
ტელეფონის
ნომერს;
·
მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს შეკვეთილი ნივთის
მიწოდება.
4. საქონლის შეკვეთა
4.1. ვებ-გვერდის მეშვეობით „მომხმარებელი“ უფლებამოსილია
შეიძინოს „კომპანიის“ შემდეგი პროდუქცია - პორშეს ბრენდის აქსესუარები, ბრენდირებული
ტანსაცმელი, ან/და სხვა პროდუქცია, რომელიც შეკვეთის მომენტისთვის განთავსებული იქნება კომპანიის ვებ.გვერდზე, მომხმარებელი
უზრუნველყოფს მის შენახვას შესაბამის კალათში (რეზერვაციის გარეშე) და ანგარიშსწორების
შემდგომ უზრუნველყოფს მის შესყიდვას;
4.2 „მომხმარებლისთვის“ ვებ-გვერდის მეშვეობით შერჩეული საქონლის მიწოდება განხორციელდება
წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად.
4.3
ვებსაიტზე
განთავსებული თითოეული პროდუქტის აღწერაში მითითებულია
კონკრეტული საქონლის მახასიათებლები, ასევე, საქონლის ფასი, ძირითადი ხარჯების და
დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების) შესახებ ინფორმაცია (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), შესაბამისად, მომხმარებელი შეკვეთას ახორციელებს
ინფორმირებული არჩევანის საფუძველზე.
4.4. საქონლის შეკვეთის განსახორციელებლად მომხმარებელი
უზრუნველყოფს მის შენახვას შესაბამის კალათში (რეზერვაციის გარეშე) და ანგარიშსწორების
შემდგომ უზრუნველყოფს მის შესყიდვას. შეკვეთისას მომხმარებელი დამატებით უთითებს მის
პირად ნომერს და დაბადების თარიღს (თუ აღნიშნული მონაცემები არ აქვს შეყვანილი რეგისტრაციისას).
4.5. საქონლის
მიწოდების ადგილს ირჩევს თავად „მომხმარებელი“. იმ შემთხვევაში, თუ „მოვაჭრე“ უზრუნველყოფს
საქონლის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე,
მიწოდების ხარჯის ოდენობა (თუ აღნიშნულის გადახდის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს)
მიეთითება შეკვეთის გრაფაში და მომხმარებელს წინასწარ ექნება ინფორმაცია აღნიშნულის
თაობაზე.
4.6. მომხმარებელმა
ნასყიდობის ფასი უნდა გადაიხადოს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით. შეკვეთის
დასრულებისთანავე კომპანია ვებსაიტზე ასახავს/დაადასტურებს შეკვეთის დასრულების ფაქტს.
4.7. მოვაჭრეს
„მომხმარებლისთვის“საქონლის მიწოდების და საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც
„მომხმარებელი“ სრულად გადაიხდის „საქონლის“ ნასყიდობის საგნის სრულ ღირებულებას.
4.8. მოვაჭრე კონკრეტული
საქონლის მიწოდების ვადას განსაზღვრავს უშუალოდ საქონლის შეკვეთისას, რასაც მომხმარებელი
ეთანხმება შეკვეთის განხორციელებით. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა
მიწოდების ვადა გაიზარდოს, ან გაუქმდეს შეკვეთა, რის შესახებაც „მოვაჭრე“ პირველივე
შესაძლებლობისთანავე აცნობებს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება
ნივთის მიწოდების დამატებით ვადას, შეკვეთა გაუქმდება და გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება არაუგვიანეს 10 (ათი)
სამუშაო დღის ვადაში. ანალოგიური წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა გაუქმდება
„მოვაჭრის“ ინიციატივით.
4.9. გაყიდული
საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შეთხვევით დაღუპვის
ან გაფუჭების რისკი. თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის,
საქონლის გადამზიდავისათვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან
გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
4.10. იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე უზრუნველყოფს საქონლის
მიწოდებას მომხმარებლისათვის და მოვაჭრის წარმომადგენელს მომხმარებელი არ დახვდება
მის მიერ მითითებულ მისამართზე, მოვაჭრე თავის ობიექტზე შეინახავს საქონელს არაუმეტეს
1 (ერთი) თვის განმავლობაში და მომხმარებელი ვალდებული იქნება აღნიშნული ვადის განმავლობაში
ობიექტიდან გაიტანოს შეკვეთილი საქონელი; თუ ამ ვადაში არ უზრუნველყოფს მომხმარებელი
საქონლის გატანას მოვაჭრის მისამართიდან, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება მომხმარებელს
(საქონლის მიწოდების ხარჯების გამოკლებით) და საქონელი ჩაეშვება კვლავ რეალიზაციაში.
5. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის და საქონლის უკან
დაბრუნების წესი
5.1 მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის
განმავლობაში. აღნიშნული
ვადა აითვლება მომხმარებლის ან
მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
5.2 ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე,
რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
5.3 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
5.4 მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
5.6 მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს 14 კალენდარული დღის ვადაში
წერილობით აცნობოს (იურიდიულ
მისამართზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე) ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაოვაზე, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
Ø მოვაჭრის სახელწოდება, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
Ø შეკვეთის თარიღი;
Ø შეკვეთის მიღების თარიღი;
Ø მომხმარებლის სახელი;
Ø მომხმარებლის მისამართი;
Ø მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
Ø ფორმის შევსების თარიღი.
5.6 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე
ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის
შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად,
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის,
მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც
დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების
მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
5.7 ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება
აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან
არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო
ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის
უკან წაღება.
5.8 თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც
ისარგებლა მომხმარებელმა, იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა
გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის შედგა დამატებითი
შეთანხმება.
5.9 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
·
მოვაჭრეს
ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის
შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
·
გასწიოს
მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა.
·
ნივთის
დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი
მასალით. ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა
ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან
ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება
მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
5.10 ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება მოვაჭრის წარმომადგენლის
მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
5.11 დაბრუნებას არ ექვემდებარება:
Ø
ნივთი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით;
Ø
მიწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
Ø
ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.
Ø
სხვა
შემთხვევებში, რაც გათვალისწინებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
5.12 ნივთი, რომლის დაბრუნებაც სურს მომხმარებელს არის მისი პასუხისმგებლობის
ფარგლებში, სანამ ისინი მოვაჭრის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის
რისკი გეკისრება მომხმარებელს.
5.13 ნივთის დაბრუნების დროს მომხმარებელმა მოვაჭრეს უნდა წარუდგინოს შესაბამისი
ინვოისის ნომერი, ნივთის შეძენის დამადასტურებელი ქვითრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
და საფოსტო გზავნილის დოკუმენტი როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.
6. გარანტია
6.1. მოვაჭრესთან
შეძენილ საქონელზე გავრცელებული საგარანტიო პირობები მითითებულია ინდივიდუალურად, საქონლის
მახასიათებლებში;
6.2. გარანტია
ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მოხმარება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.
6.3 თუ გარანტიის მოქმედების დროს საქონელი ნაკლის მქონე
აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის
უსასყიდლოდ შეკეთება ან თუ შეკეთებას არ დაექვემდებარება საქონლის შეცვლა, ფასის შემცირება/თანხის
უკან დაბრუნება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
6.4 საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იყოს გონივრულ
ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა
და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
6.5 საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს
მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას,
რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად.
6.6 მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე,
თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
7. მომხმარებლის განცხადებები
და გარანტიები
7.1 წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
ა) არის 18 წელს მიღწეული პირი, გააჩნია სრული (შეუზღუდავი)
ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური
პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის,
მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს
ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების
ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების
გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე
სამართლებრივ შედეგებს;
ბ) აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ შეასრულოს ამ პირობებით
ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებითა და განაცხადებით გათვალისწინებული
ვალდებულებები;
გ) გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
დ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
ე) არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის
კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის
კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის
უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში,
ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
ვ) მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის/მოვაჭრის
მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან
მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი
ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის
არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით
აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება
წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული
გარანტიების დარღვევა;
ზ) იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით
ნაკისრ ვალდებულებებს;
თ) თანახმაა ეფექტური მომსახურების გაწევის მიზნით კომპანიამ/ დაამუშავოს
მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის
პერსონალური ინფორმაცია.
ი) წინამდებარე განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების
დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით
გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის
სათქმელად.
8.მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1 „კომპანია“ უფლებამოსილია:
8.1.1. ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე „წესები და პირობები“
ნებისმიერ დროს და განათავსოს „ვებსაიტზე“განახლებული წესები და პირობები.
„მომხმარებლის“ მიერ „ვებსაიტის“ შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და
დამატებებზე.
8.1.2 შეწყვიტოს „მომხმარებლის“„ვებსაიტთან“ წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის,
შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული „მომხმარებლის“ მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვამიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს „ვებსაიტს“ ან თავად „კომპანიას“;
8.1.3 გააკონტროლოს ვებსაიტზე განხორციელებული
„მომხმარებლის“ ყველა ქმედება და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი
შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომა, მათ შორის, დაბლოკოს „მომხმარებელი“ და
შეუზღუდოს იმავე მონაცემების მქონე პირს
ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
8.1.4. იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიისთვის“ ცნობილი გახდება, რომ
„მომხმარებლის“ მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები,
არასწორი მონაცემები ან თუ „მომხმარებლის“ მხრიდან განხორციელდება წინამდებარე
„წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, „კომპანია“
უფლებამოსილია განახორციელოს „მომხმარებლის“ დაბლოკვა და შეუზღუდოს
„მომხმარებელს“ (იმავე მონაცემების მქონე
პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
8.2. „მომხმარებელი" ვალდებულია:
8.2.1. რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი
და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თავად აგოს პასუხი
„კომპანიის"/“მოვაჭრის“ ან მესამე პირების წინაშე.
8.2.2 არ გაამჟღავნოს „ვებსაიტზე“ ავტორიზაციისთვის საჭირო
პაროლი. აღნიშნული ქვეპუნქტის დარღვევით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელია თავად
"მომხმარებელი".
8.2.3 შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელს“ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
8.2.4 უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
8.2.5. დაიცვას წინამდებარე
"წესები და პირობები".
8.3. „მომხმარებელი" უფლებამოსილია:
8.3.1. ნებისმიერ დროს განაახლოს „ვებსაიტზე“ რეგისტრირებული მონაცემები.
9. „მომხმარებლის" პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა
9.1„კომპანია“
უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე
„მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას.
9.2
კომპანია/მოვაჭრე ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი
მიზნობრიობით:
·
მომხმარებლის
რეგისტრაცია კომპანიის ვებსაიტზე;
·
მომხმარებლისთვის
შეკვეთილი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა;
·
მომხმარებლის
თანხმობის შემთხვევაში, მარკეტინგული მიზნით სხვადასხვა შეთავაზების გაგზავნა
მომხმარებლისთვის;
9.3
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს:
·
მონაცემების
სუბიექტის თანხმობა;
·
კომპანიის
მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
9.4
„მომხმარებელი“ როგორც მონაცემთა სუბიექტი „ვებსაიტზე“ რეგისტრაციით თანხმობას
აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ შეინახოს
და დაამუშაოს რეგისტრაციის დროს „მომხმარებლის“ მიერ დაფიქსირებული მონაცემები.
9.5
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს
იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა
მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი
ინფორმაცია:
ა) მის
შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის
დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
ბ)
მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;
გ) მონაცემთა
შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა
შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
დ)
მონაცემთა სუბიექტის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
ე) მონაცემთა
გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის
სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან
საერთაშორისო ორგანიზაციას;
ვ)
მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ
შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები
მესამე პირს გადაეცემა;
ზ)
ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული
გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი
გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და
დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
9.6 მონაცემთა
სუბიექტს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს
10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით
შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს
დაუყოვნებლივ ეცნობება.
9.7
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს
მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების
ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან /და მონაცემთა
ასლების გაცემისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია
გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი
გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან /და მოთხოვნის სიხშირის გამო.
9.8.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან /და მიიღოს მათი
ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ
შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო
დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
9.9 მონაცემთა
სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ
მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და
შევსება. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ
მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა
გასწორდეს, განახლდეს ან /და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე
უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
9.10 თუ
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად
გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან /და არასრულია,
აღნიშნული გონივრულ ვადაში გასწორდება, განახლდება ან /და შეივსება მონაცემები და
მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მონაცემთა სუბიექტს.
9.11
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს
მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან
განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყდება
მონაცემთა დამუშავება ან /და მონაცემები წაიშლება ან განადგურდბა ან მონაცემთა
სუბიექტს ეცნობება მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტება უარის
გასაჩივრების წესი.
9.12 დამუშავებისთვის
პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას 9.11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე, თუ:
ა)
არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე
საფუძველი;
ბ)
მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
გ)მონაცემთა
დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების
განსახორციელებლად;
დ)
მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის
არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური
მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების
განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების
მიზნების მიღწევას.
9.13 მონაცემთა
სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების
შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
9.14
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს
მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა)
მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
ბ)
მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ
წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
გ) მონაცემები
საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს
ისინი სჭირდება საჩივრის /სარჩელის წარსადგენად;
დ)
მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან
განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
ე)
არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა .
9.15 დამუშავებისთვის
პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეწყვიტოს
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი
მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამ
ვალდებულების უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს /დამუშავებაზე
უფლებამოსილ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ
ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
10. "ქუქი" პოლიტიკა
10.1 Cookie ფაილები და მათი გამოყენება
10.1.1 Cookies - იგივე მზა ჩანაწერები, არის მცირე ზომის ტექსტური
ფაილები, რომლებიც ეხმარებიან ვებსაიტს შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებაში. ისინი
ინახება მომხმარებლის მოწყობილობაში და სურვილისამებრ შესაძლებელია მათი წაშლა.
10.2 Cookie ფაილების ტიპები:
10.2.1 აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებსაიტის საბაზისო ფუნქციების
მუშაობისათვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის.
10.2.2 ფუნქციური Cookie ფაილების მთავარი დანიშნულება არის მომხმარებლის
მიერ ვებსაიტზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე
ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება.
10.2.3 ანალიტიკური ტიპის Cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას
ვებგვერდისა და მისი მომხმარებლის ქცევის შესახებ. იმის მიხედვით თუ ვებგვერდის რომელ
ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მომხმარებელს ესა თუ ის ინტერაქცია.
10.3 Cookie ფიალების წაშლა - Cookie ფაილების წაშლა ხდება მომხმარებლის
მოწყობილობაში არსებული ვებ-ბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookie ფაილების წაშლის შემდგომ
ვებსაიტი ხელახლა მოითხოვს თანხმობას Cookie პოლიტიკასა და გამოყენების წესებზე თანხმობას.
11.
დასკვნითი დებულებები
11.1 წინამდებარე წესები და პირობები განთავსებულია ვებსაიტზე და
გამოქვეყნების მომენტიდან სავალდებულოა ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც უკვე რეგისტრირებულია.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების
გზით შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი
თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და აღნიშნული პლატფორმით
შეთავაზებული მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის მხრიდან
ცვლილებებზე თანხმობად.
11.2 წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
11.3 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
11.4 მომხმარებელი
უფლებამოსილია წარუდგინოს კომპანიას/მოვაჭრეს პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
ზეპირი ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანიის/მოვაჭრის ცხელ ხაზზე,
ხოლო წერილობითი ფორმით პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია
მიმართოს კომპანიას/მოვაჭრეს მის იურიდიულ მისამართზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე
შეტყობინების გაგზავნის გზით.
11.5 კომპანია
განიხილავს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ პრეტენზიას შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს
30 (ოცდაათი) დღის ვადაში და კომუნიკაციის იმავე ფორმის გამოყენების გზით შეატყობინებს
მომხმარებელს დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის შედეგებს.
11.6 მომხმარებლის
უფლებების დარღვევის თაობაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება
აქვს განცხადებით მიმართოს საჯარო სამართის იურიდიულ პირს, საქართველოს კონკურენციის
ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული უფლების არსებობა მომხმარებელს არ ართმევს უფლებას მიმართოს
სასამართლოს.